შაბათი, ივნისი 06, 2026

ორი ოქრო და ერთი ვერცხლი საქართველოს ჩემპიონატიდან


ორი ოქრო და ერთი ვერცხლი საქართველოს ჩემპიონატიდან

ამ დღეებში თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ასპარეზობაში 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კრივისა და კიკბოქსინგის სექციის სპორტსმენებმა, როგორც უფროს ასაკში, ასევე, ახალგაზრდებში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში. 70 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ჭეფხოძემ, რომელიც აგრეთვე მწვრთნელიცაა, I ადგილი მოიპოვა (უფროსი ასაკი); 86 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა როლანდ ქარჩავა (უფროსი ასაკი); გიორგი სირაძემ კი, რომელიც 60კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა II ადგილი მოიპოვა და, შესაბამისად, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა (ახალგაზრდებში). ავტორი: გიორგი გირკელიძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია