შაბათი, ივნისი 06, 2026

ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ასკილი ეხმარება


ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ასკილი ეხმარება

ასკილი მოქმედებს ადამიანის ფერმენტულ სისტემებზე, ახდენს ორგანიზმში ადრენალინის შემცველობის სტაბილიზებას, ასტიმულირებს ადამიანის წინააღმდეგუნარიანობას ინფექციებისა და სხვა მავნე ფაქტორების მიმართ. გარდა ამისა, დადგინდა C ვიტამინის ანტისკლეროზული მოქმედება, რაც ვლინდება მის მიერ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და სისხლძარღვთა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების განლაგების ინჰიბირებაში. ასკილი კი C ვიტამინის ნამდვილი საბადოა. ასკილის ნაყოფი ასევე შეიცავს P, B და E ვიტამინებს. მისი პრეპარატები ახდენს ქსოვილთა რეგენერაციის გაძლიერებას, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა გამტარობაზე. მათ აქვთ ანტიანთებითი, ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის ნაკლებობის დროს, რაც გამოიხატება ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის დაქვეითებით. მისი დეფიციტი აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე და ხანგრძლივი ფსიქოემოციური ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია გადაიტანეს. ასევე, კარგია ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია