შაბათი, ივნისი 06, 2026

ოპერის მომღერალი, სოფო გორდელაძე პრესტიჯული ჯილდოს მფლობელი გახდა


ოპერის მომღერალი, სოფო გორდელაძე პრესტიჯული ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი მომღერალი, სოფო გორდელაძე, გერმანიაში კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანესი ჯილდოს - ოპუს კლასიკის მფლობელი გახდა. ეს მნიშვნელოვანი ჯილდო მან დირიჟორ - მარკუს ბოშთან და ორკესტრ - კაპელა აქვილეიასთან ერთად მიიღო. „ჰაიდენჰაიმის საოპერო ფესტივალზე ვიმღერე ჟანა დ’არკის როლი ვერდის იმავე სახელწოდების ოპერაში. ამის შემდეგ მოხდა ამ ჩანაწერის გამოსვლა. სწორედ, ამ ჩანაწერმა მიიღო წლის საუკეთესო ჩანაწერის ჯილდო“ - ამბობს სოფო გორდელაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს. სოფო გორდელაძე აღნიშნავს, რომ ამ ჯილდოს მიღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: „კლასიკური მუსიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა გერმანიაში და ეს გამარჯვება ჩემთვის კიდევ დიდი სტიმულია. ეს ყველაფერი დიდი შრომის დამსახურება და ძალიან ამაყი, რომ ეს ჯილდო მერგო“ - ამბობს სოფო გორდელაძე. სოფო გორდელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურიდან არის. ის ცნობილი ოპერის მომღერალია და არის არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია