- მარტი 01, 2026
ნიკა მელიამ საკუთარი პარტიის საარჩევნო ნომერი დააანონსა
- მარტი 04, 2024
- , პოლიტიკა
ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დააანონსა. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით წარდგება. „2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ, მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4. მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – წერს ნიკა მელია.