- მარტი 01, 2026
“მთელი სოფელი გლოვობს, 23 წლის ბიჭს ტყვია თავში აქვს ნასროლი”
- ივნისი 27, 2021
- , პოლიტიკა
კასპში, სოფელ ხოვლეში 23 წლის მამაკაცმა,სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ, მამაკაცის საცხოვრებელ სახლში მოხდა. “23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი. მთელი სოფელი გლოვობს... რამ მიიყვანა ამ ზომამდე, არავინ იცის”,- ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი. მისივე ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. “როგორც ვიცი,პოლიციამ მამაკაცის ტელეფონი უკვე წაიღო და მიმდინარეობს გამოძიება”. მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი" შსს-ში არკვევს. ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე