- მარტი 01, 2026
“მთავარი არის საკრებულო“ – “ლეობირისტული პარტიის“ ათეული ოზურგეთში
- სექტემბერი 01, 2021
- , პოლიტიკა
“ლეიბორისტული პარტიის“ ოზურგეთის ორგანიზაციას თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლება და საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებენ. “მთავარი არის საკრებულო და მზად ვართ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ“, - გვითხრა “ლეიბორისტული პარტიის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მამალაძე. “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დავით მამალაძემ გაგვიმხილა თუ ვინ იქნება საარჩევნო სიაში. ესენი არიან: დავით მამალაძე, კაკო თავდუმაძე, მზიური ჭკადუა, ზაზა თავაძე, გოჩა ქუტიძე, სოფიო ხომერიკი, გელა ლესელიძე, გელა ანთაძე, შორენა მახარაძე, თამაზ შარაშიძე. [sexy_author_bio]