შაბათი, ივნისი 06, 2026

მოსკოვში, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა


მოსკოვში, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

მოსკოვში, Crocus City Hall-ში, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. კომიტეტი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 140-ს აჭარბებს. ცნობისთვის, უცნობმა პირებმა მოსკოვში, Crocus City Hall-ში ცეცხლი გახსნეს. სროლის შემდეგ გაჩნდა ხანძარიც. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი მიმდინარეობდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია