შაბათი, ივნისი 06, 2026

მოლაპარაკებები იარაღზე- ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინს შეხვდება


მოლაპარაკებები იარაღზე- ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინს შეხვდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამ თვეში აპირებს რუსეთში გამგზავრებას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, _ განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ის ამერიკელ პარტნიორ CBS-ს. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, _ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაკეთებულა ჩრდილოეთ კორეიდან ან რუსეთიდან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია