შაბათი, ივნისი 06, 2026

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია – როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში


მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია – როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში

Numbeo-მ 126 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.71 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ყირგიზეთშია და 23 ცენტს უტოლდება. 5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება: შვეიცარია - 4.71 დოლარი; ლუქსემბურგი - 3.98 დოლარი; ბაჰრეინი - 3.98 დოლარი; ალბანეთი - 3.45 დოლარი; გაიანა - 3.35 დოლარი. ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია: ყირგიზეთი - 23 ცენტი; ფილიპინები - 27 ცენტი; ტაჯიკეთი - 28 ცენტი; მოლდოვა - 29 ცენტი; ინდოეთი - 29 ცენტი. რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 93-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 73 ცენტს შეადგენს. უფრო დეტალურად, რეგიონის ქვეყნების მონაცემები ასე გამოყურება: თურქეთი - 94-ე ადგილი, 73 ცენტი; აზერბაიჯანი - 101-ე ადგილი, 59 ცენტი; რუსეთი - 108-ე ადგილი, 42 ცენტი. სომხეთი - 116-ე ადგილი, 31 ცენტი. წყარო: bpn.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია