შაბათი, ივნისი 06, 2026

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია


მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია

ქვეყნების მიხედვით, სუპერმარკეტებში კვერცხი (სტანდარტული 12-ცალიანი შეფუთვა) ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 7.37 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია. ამ შემთხვევაში ფასი 97 ცენტს შეადგენს. Numbeo-ს რეიტინგიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია. კერძოდ, 126 ქვეყანას შორის საქართველოს 72-ე ადგილი ერგო. მონაცემების მიხედვით, 12-ცალიანი შეფუთვის ფასი აქ საშუალოდ 2.35 დოლარს შეადგენს. საქართველოს რეიტინგში მოსდევს თურქეთი, სადაც კვერცხის საშუალო ფასი 2.31 დოლარია (73-ე ადგილი). 74-ე ადგილი დაიკავა სომხეთმა, სადაც მარკეტებში კვერცხის ფასი 2.3 დოლარს შეადგენს. აღნიშნულ ქვეყნებს მოსდევს რუსეთი, რომელმაც რეიტინგში 1.74 დოლარით 105-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფი კი სამეზობლოს ქვეყნებს შორის კვერცხი აზერბაიჯანში ღირს. უფრო კონკრეტულად, 12-ცალიანი შეფუთვის ღირებულება აქ 1.4 დოლარს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი 120-ე ადგილზეა. Numbeo-ს თანახმად, კვერცხი ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაში ღირს: შვეიცარია - 7.37 დოლარი, ისლანდია - 6.36 დოლარი, ახალი ზელანდია - 6.35 დოლარი, ბარბადოსი - 5.39 დოლარი, დანია - 4.95 დოლარი. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც კვერცხი ფასი ყველაზე დაბალია, ხუთეული ასე გამოყურება: ინდოეთი - 0.97 დოლარი, ირანი - 1.14 დოლარი, პაკისტანი - 1.19 დოლარი, ბანგლადეში - 1.21 დოლარი, ბელარუსი - 1.3 დოლარი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია