შაბათი, ივნისი 06, 2026

მედიაომბუდსმენი: ამ დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის


მედიაომბუდსმენი: ამ დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის,_ ამის შესახებ მედიაომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი."10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქართული მედიის მიმართ და შევახსენოთ ყველას კრიტიკული ჟურნალისტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობაამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, - შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვისგვჯერა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა სიტყვის თავისუფლებაზე გადის. ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას. სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო",_ აცხადებს მედიაომბუდსმენი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია