შაბათი, ივნისი 06, 2026

ლოცვა, რომელიც დღეს ყველა ოჯახში უნდა წაიკითხონ


ლოცვა, რომელიც დღეს ყველა ოჯახში უნდა წაიკითხონ

მარხვის პირველ შაბათს, ტაძრებში იკურთხება წანდილი – კოლიო, ამ შემთხვევაში უკვე ცოცხალთა სახელზე აღესრულება დიდმოწამე თეოდორე ტირონის სავედრებელი კანონი და წანდილის კურთხევა, რის შემდეგაც დაურიგდებათ მორწმუნეებს, ამ დროს ხდება დალოცვა – კურთხევა ოჯახებისა. დღეს ხდება მოხსენება და დალოცვა ოჯახებისა, არ დარჩეთ ამ დიდი მადლის გარეშე, არ დატოვოთ თქვენი ოჯახები უფლის წყალობის, სიხარულის მიღმა. ლოცვა თეოდორე ტირონისადმი ყოვლისავე სრულ – მყოფელო სიტყვითა შენითა უფალო, რომელმან უბრძანე ქვეყანასა ნაყოფისა აღმოცენება, მოღებად და განსასვენებელად ჩვენდა, რამეთუ თესლითა მით რომლისა ჰსჭამდენ სამნი ყრმანი არა შეიგინნეს ტაბლისა მისგან არა – წმიდისა, და ამისთვისცა იხსნენ სახმილისა მისგან ცეცხლისა. ეგრეთვე ყოვლად-სახიერო მეუფეო თესლი ესე, შენისა თვითოეულისა თესლისა ნაყოფი აკურთხე, და რომელთა მიიღონ ამისგან წმიდა – ჰყავ სადიდებელად შენდა, და პატივად დიდისა მოწამისა შენისა თეოდორე ტირონისა, და რომელთა მოიღეს ესე მოსახსენებელად მონათა შენთა მორწმუნეთა..ამინ. "საქართველოს იმედი"



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია