შაბათი, ივნისი 06, 2026

ლაშა აბაშიძე რკინიგზის თანამშრომლებს ხაშურსა და სამტრედიაში შეხვდა


ლაშა აბაშიძე რკინიგზის თანამშრომლებს ხაშურსა და სამტრედიაში შეხვდა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხაშურისა და სამტრედიის დეპოები დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა. ლაშა აბაშიძემ ადგილზე დასაქმებული რკინიგზელებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები და გამოწვევები. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი საამქროებში მიმდინარე ტექნიკურ სამუშაო პროცესს დაესწრო. ლაშა აბაშიძის განმარტებით, სავაგონო და სალოკომოტივო პარკის გაუმჯობესება კომპანიის ეფექტიანობის გაზრდის წინაპირობაა. გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას არსებითი მნიშვნელობა მიენიჭება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია