- მარტი 01, 2026
ლაშა აბაშიძე ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს ახალქალაქში დახვდა
- აგვისტო 01, 2025
- , პოლიტიკა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო-თბილისი -ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა. ლაშა აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.