- მარტი 01, 2026
ლანჩხუთელი ფალავნების ორი ოქრო ჭიათურის ტურნირიდან
- ივნისი 03, 2025
- , პოლიტიკა
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები: გოგა მახარაძე და ამიკო ცეცხლაძე ქალაქ ჭიათურაში გამართული რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულებია, -ინფორმაციას ამის შესახებ მათი მწვრთნელი, დავით მჟავია ავრცელებს გოგა მახარაძემ 15 წლამდელთა ასაკშ, 57 წონით კატაგორიაში ასპარეზობდა, სამი შეხვედრა ჩაატარა, ყველა დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედალოსანიც შეიქნა . რაც შეეხება ამიკო ცეცხლაძეს, მან 17 წლამდელთა შორის ოთხი შეხვედრა გამართა და დავით მჟავიას ინფორმაციით, ყველაში საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვა. „ვულოცავ ჩემს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და შემდეგში საერთაშორისო ასპარეზზეც ვუსურვებ ჩემპიონობას“, - დასძენს დავით მჟავია. [simple-author-box]