- მარტი 01, 2026
კოალიცია „ცვლილებებისთვის” გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ოფისები გახსნა
- აგვისტო 21, 2024
- , პოლიტიკა
დღეს, დილიდანვე გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კოალიცია „ცვლილებებისთვის" საარჩევნო შტაბებს ხსნის. „ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ადამიანების მთელი ქვეყნის მაშტაბით, მათ შორის გურიაში უნდათ ცვლილებები და ეს ამ არჩევნებზე მოხდება. „26 ოქტომბერს ყველანი მივდივართ არჩევნებზე დიდიან-პატარებიან და ბიძინა ივანიშვილი ვერ აყალბებს არჩევნებს. დღევანდელ შეხვედრებზე კარგად ჩანდა, რომ ადამიანებს სურს ბედნიერად ცხოვრება თავის ქვეყანაში და ეს აუცილებლად მოხდება არჩევნების შემდეგ" - აღნიშნა ნიკა მელიამ. ოფისების გახსნის დროს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ ამომრჩევლებს და მოისმინეს მათგან ის პრობლემები, რაც ამ პერიოდში არის რეგიონში.