- მარტი 01, 2026
კითხვები COVID რეგულაციების გარშემო
- თებერვალი 17, 2022
- , პოლიტიკა
COVID-19 ინფიცირების დადასტურებისას, ითვლება თუ არა იზოლაციის პერიოდი შრომისუუნარობის ვადად: _ კოვიდ-ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებისას, იზოლაციის პერიოდი ითვლება შრომისუუნარობის ვადად და ექვემდებარება ანაზღაურებას. რა უნდა წარადგინოთ სამუშაო ადგილზე COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა: _ COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი. სად შეიძლება მიიღოთ აღნიშნული ცნობა: _ აღნიშნული ცნობის მიღება, პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება), ცნობის ამობეჭდვა, ასევე, შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც. აღნიშნული ცნობა საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენის) ტოლფასად ითვლება და შესაბამისად, იზოლაციაში ყოფნის დღეები ექვემდებარება ანაზღაურებას. რამდენი დღე ითვლება შრომისუუნარობის ვადად ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებისას: _ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი - 7. რამდენი დღე ითვლება შრომისუუნარობის ვადად მაღალი რისკ-ჯგუფების მქონე პროფესიებისათვის: _ მაღალი რისკ-ჯგუფების ანუ სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებისათვის, როგორებიცაა: _ სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; _ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები; _ პროკურატურა; _ უსაფრთხოების სამსახური. ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით და შეადგენს 5 დღეს, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომატიკის შემთხვევაში და ამასთანავე, არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს. სავალდებულოა თუ არა ტესტირება, ყველა მოქალაქისათვის, იზოლაციის ვადის დასრულების შემდეგ: _ იზოლაციის ვადის დასრულებისას, კოვიდ-სიმპტომატიკის ალაგების შემდეგ, ტესტირება სავალდებულო არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული, რისკ-ჯგუფებში შემავალი სტრატეგიული პროფესიების ადამიანები, რომლებმაც უნდა ჩაიტარონ სავალდებულო ტესტირება იზოლაციის დასრულებისთანავე, ანუ ინფიცირებიდან მე-6 დღეს. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ იზოლაციის ვადის დასრულების შემდეგ კოვიდ-ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა: _ ინფიცირებიდან მე-6 დღეს, კოვიდ-ტესტირების დადებითი პასუხის შემთხვევაში, სიტუაცია სამართავად ისევ უბრუნდება ონლაინ-კლინიცისტს (ოჯახის ექიმს), რომელიც აფასებს სიტუაციას და ადგენს იზოლაციის დასრულების ვადას. ამასთანავე გთხოვთ, ვიყოთ კეთილგონივრული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, გავითვალისწინოთ, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები და არ გავხდეთ, როგორც ,,კორონა ვირუსის“, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო.