- მარტი 01, 2026
კამჩატკაზე უძლიერეს მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა
- ივლისი 30, 2025
- , პოლიტიკა
კამჩატკაზე 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სხვადასხვა შეფასებით, მისი მაგნიტუდა 8.7-ს აღწევდა. მიწისძვრამ ცუნამის ტალღა გამოიწვია ქალაქ სევერო-კურილსკის სანაპირო ზონაში,_ განუცხადა სახალინის ოლქის მთავრობამ TASS-ს. TASS-მა საგანგებო სიტუაციის შესახებ ძირითადი ინფორმაცია შეაგროვა. მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 149 კილომეტრში, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიაში, ჰავაის კუნძულებზე, ალიასკაზე და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე.