- მარტი 01, 2026
კაცმა ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა
- მაისი 03, 2022
- , პოლიტიკა
ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა ბორჯომში ვაჟა-ფაველას ქუჩაზე 1-ელ მაისს მოხდა. რა გახდა კონკრეტულად დაჭრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. „ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“,- ამბობს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე. წყარო:sknews.ge