შაბათი, ივნისი 06, 2026

ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს


ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებულების  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 15 ადამიანი,_ ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ პირებს შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე, სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია