- მარტი 01, 2026
იური ლომაძის ოქროს მედალი მადრიდის ჩემპიონატიდან
- ივლისი 09, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენი იური ლომაძეა, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - ესპანეთის გრან პრიზე წაემატებით იასპარეზა. საქართველოს გუნდმა 6 წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა , 19 ქვეყნის ნაკრებს შორის! პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა ოზურგეთელმა მოჭიდავემ, იური ლომაძემ, რომელმაც 77კგ . წონით კატეგორიაში იასპარეზა. იურიმ, წონა ახლახან შეიცვალა და მან მაინც მოახერხა, ახალ წინით კატეგორიაში ოქროს მედლის აღება. ოზურგეთელი მოჭიდავე საერთაშორისო ტურნირისთვის ძმებმა ზურაბიანებმა მოამზადეს. [simple-author-box]