- მარტი 01, 2026
ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება _ ისრაელის მთავრობა
- ივლისი 23, 2021
- , პოლიტიკა
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), _ განცხადებას ისრაელის საელჩო ავრცელებს. აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.