შაბათი, ივნისი 06, 2026

ირაკლი ზარქუა ჯო უილსონზე: “თურმე, 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის”


ირაკლი ზარქუა ჯო უილსონზე: “თურმე, 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის”

“FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ამათი (ოპოზიციის) გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება. თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის”, - თქვა პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „ჯო უილსონი რომაა, ამერიკელი, ის ჯიგარი, შემდეგი თვიდან ჩვენ ვქირაობთ მის „ტვიტერს“. ახლა „ნაცებს“ აქვთ დაქირავებული. ასე რომ, შემდეგი თვიდან თუ შევთანხმდებით ფასზე [დავიქირავებთ]. როგორც აღმოჩნდა, მის „ტვიტერზე“ რა განცხადებაც იდება, თურმე ფინანსდება. FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ამათი [ოპოზიციის] გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება. თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის. ჩვენც გვაქვს ის მოლოდინი, რომ შემდეგი თვიდან ჩვენ დავიქირავებთ მის „ტვიტერს“, - აღნიშნა ზარქუამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია