შაბათი, ივნისი 06, 2026

ილონ მასკმა პირველობა დაიბრუნა


ილონ მასკმა პირველობა დაიბრუნა

გამოცემა „Bloomberg“-ის მონაცემებით, ილონ მასკმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. გასული წლის დასაწყისიდან მასკის კომპანიის აქციების ფასი, დაახლოებით, 50%-ით დაეცა, შესაბამისად, მისტერ ილონმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნოა გახდა. წინა თვის მონაცემებით, ილონ მასკის ქონება $187.1 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ბერნარ არნოს ქონება $185.3 მილიარდს ცოტათი აღემატებოდა. შესაბამისად, ილონ მასკი ისევ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად იქცა. ილონ მასკმა ქონების უდიდესი დანაკარგით გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მასკმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ $182 მილიარდი დაკარგა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს რიცხვი შეიძლება $200 მილიარდს აღწევდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლის შემოდგომაზე მასკმა ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ინტერნეტპლატფორმა ტვიტერი შეიძინა, რაც მას $44 მილიარდად დაუჯდა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია