შაბათი, ივნისი 06, 2026

”ჰუმანიტარული პაუზა დროებითია”- ისრაელი ღაზას მოსახლეობას აფრთხილებს


”ჰუმანიტარული პაუზა დროებითია”- ისრაელი ღაზას მოსახლეობას აფრთხილებს

BBC- ის ინფორმაციით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის სამხედროებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა“. ”ჰუმანიტარული პაუზა დროებითია”, - ამბობს ავიჩაი ადრეი, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, რომელიც არაბულად საუბრობდა. "ჩრდილოეთი ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და აკრძალულია ჩრდილოეთით გადაადგილება. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში, სამხრეთში", - უთხრა მან ღაზას მოსახლეობას. ამ დროისთვის ცეცხლი ოთხი დღით შეწყვეტილია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია