შაბათი, ივნისი 06, 2026

ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა


ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა ღაზას სამხრეთით და ათობით დაშავდა ისრაელის მიერ დანიშნულ ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმების შედეგად,_ განაცხადა BBC- ის ინფორმაციით, ჰამასის სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ. მაუწყებლის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისი თვითმფრინავი თავს დაესხა ხან იუნისში მდებარე ოპერაციულ ცენტრს, რომელიც ჰამასის მებრძოლებს ეკუთვნოდა და მან მიიღო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სამი დარტყმის სამიზნე იყო კარვები, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში, ქალაქ ხან იუნისის დასავლეთით. „ორმოცი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება“, _ განუცხადა BBC-ს ჰამასის სამოქალაქო თავდაცვის ორგანოს ოპერაციულმა დირექტორმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია