- მარტი 01, 2026
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა
- აგვისტო 15, 2021
- , პოლიტიკა
ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 304 ადამიანი და დაშავდა 1800 -ზე მეტი პირი. 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით შაბათს დილით მოხდა, დაანგრია და დაზიანდა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზარალი დიდია და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.