შაბათი, ივნისი 06, 2026

გვიან ღამით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა


გვიან ღამით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

პირი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა,_ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ipn ავრცელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. პირი, რომელმაც მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია