- მარტი 01, 2026
გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ
- ოქტომბერი 30, 2021
- , პოლიტიკა
გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ. ერთი მხარე მეორეს ბრალს სდებდა იმაში, რომ ისინი დილიდან ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას. 15-20 წუთის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარე და წევრები ცდილობდნენ შენობიდან დაპირისპირებული დამკვირვებლების გაყვანას, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ უკვე ეზოში გაგრძელდა, რის გამოც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა.