შაბათი, ივნისი 06, 2026

ერთმანეთს პატრულისა და სასწრაფოს მანქანები შეეჯახა _ დაღუპულია 1 ადამიანი


ერთმანეთს პატრულისა და სასწრაფოს მანქანები შეეჯახა _ დაღუპულია 1 ადამიანი

გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთმანეთს საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფოს მანქანას მძიმე პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, საჭირო გახდა სხვა ბრიგადის გამოძახება, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული კაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფოტო: ქართლის ამბები



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია