შაბათი, ივნისი 06, 2026

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს


ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ბანკში გუშინ, 19 სექტემბერს, მიღებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა. პაპუნა ლეჟავამ გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადების ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც. განცხადების მიხედვით, იგი თანამდებობას დატოვებს 21 ნოემბრიდან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია