შაბათი, ივნისი 06, 2026

ემანუელ მაკრონი – ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს


ემანუელ მაკრონი – ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. „ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს და ირანის მოვალეობაა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ მისი განზრახვა მშვიდობიანია“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე. მისი თქმით, „დარწმუნებულია, რომ ომის დასასრულებლად გზა არსებობს“. „აღნიშნულის მისაღწევად, ჩვენ, საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებს გავაძლიერებთ“, - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია