- მარტი 01, 2026
დონალდ ტრამპი: “ზელენსკი კარგი ბიჭია და მას დღეს შევხვდები”
- ივნისი 25, 2025
- , პოლიტიკა
ზელენსკი კარგი ბიჭია და მას დღეს შევხვდები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, _ იუწყება ipn.ge. „მასთან თავისთავად ცხად საკითხებს განვიხილავ. მის სირთულეებსაც განვიხილავთ. აქვს გარკვეული სირთულეები. ზელენსკი კარგი ბიჭია. დღეს მას შევხვდები და ვფიქრობ, უკრაინის შესახებ ვისაუბრებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით „გარკვეული პროგრესი არსებობს“. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა „ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“. „მე მათ 5%-მდე გაზრდას რამდენიმე წელია ვთხოვდი და ახლა ისინი 5%-მდე ზრდიან. ეს 2%-დან დიდი ნახტომია და ბევრმა 2%-ც კი არ გადაიხადა. ამიტომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. კითხვაზე, ერთგულია თუ არა ნატო-ს მე-5 მუხლის მიმართ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ჩვენ ბოლომდე მათ გვერდით ვართ“.ონა