შაბათი, ივნისი 06, 2026

დღის ფოტო იუმორის თანხლებით


დღის ფოტო იუმორის თანხლებით

ოზურგეთში, დილაადრიან ჩამოვიდა ძიმითელი გიგლა ხელაძე, ხალხური რეწვის ნიჭიერი ოსტატი. ის თავის მოწნულ გოდრებს და კალათებს სთავაზობს რიგით მოქალაქეებს. _15 ლარად ვყიდი პატარა კალათას, გოდორს კი 25 ლარად. ინებეთ, ძვირი სულ არ არის. რამდენი შრომა უნდა ამის მოწვნას, ისევ მშრომელი და ამ საქმის მცოდნე ადამიანი თუ მიხვდება,- ესაუბრება ისიც რიგით გამვლელებს. _ოო, ფასს რატომ მეკითხებით? იაფად გსურთ? კარგი, პატარა კალათა რაკი გნებავთ, 15 ლარად ვყიდი, მაგრამ „დაგიკლებთ,“ 20 ლარად მოგყიდით, - ღიმილით გვითხრა ბატონმა გიგლამ, რომელსაც სხარტი იუმორიც ახასიათებს და გასულ წლებშიც არაერთხელ მოხვდა ჩვენს ფოტოობიექტივში. წარმატებულ დღეს ვუსურვებთ მშრომელ ძიმითელ კაცს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია