- მარტი 01, 2026
დარღვევის აღმოსაფხვრელად პირობითი ვალდებულებები – რაა დაავალეს მოვაჭრეებს
- მაისი 14, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისის თვეში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა. "სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს - შპს „ექსელ ელექტრონიქსს", შპს „აითრეიდერის", შპს „Delfos Group"-ს, შპს „აისტაილის", შპს „სელენე"-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას", შპს „ნიუ_ოპტიკა + - 20"-ს და მოვაჭრე ელზა წულაიას დაევალათ: - გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ; - მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდონ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია; - უზრუნველყონ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; - ჩამოაყალიბონ კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; - შეიმუშაონ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი და ა.შ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად",_ აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.