- მარტი 01, 2026
“დაქორწინდნენ 25 წლისანი, აღესრულნენ 101 წლისანი“
- აგვისტო 16, 2021
- , პოლიტიკა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მანდაეთში ხანძარმა მოხუცებული წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი ავრცელებს. “საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი, 101 წლის მანდაეთელი ცოლ-ქმარი წუხელ ხანძრის შედეგად დაიწვნენ... ერთ დღეს დაბადებულნი ერთ დღეს აღესრულნენ... დაქორწინდნენ 25 წლისანი. აღესრულნენ 101 წლისანი. ნათელი დაუმკვიდრდეთ...“ - წერს ფეისბუქში როლანდ ხოჯანაშვილი.