- მარტი 01, 2026
ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა
- მარტი 30, 2024
- , პოლიტიკა
ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტი უმცროსი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გოსეტი იყო პირველი შავკანიანი ადამიანი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიიღო - საუბარია 1982 წლის ფილმ „ოფიცერსა და ჯენტლმენში“ შესრულებულ როლზე. გარდა ამისა, 1978 წელს სერიალ „ფესვებში“ შესრულებული როლისთვის გოსეტმა „ემი“ მიიღო. ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ გოსეტის სახელობის ვარსკვლავი არის გახსნილი.