შაბათი, ივნისი 06, 2026

ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა


ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

24 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „გვეთამაშე“, რომელიც მოემსახურება 2-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს. ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სერვისები: ქცევის თერაპია; აკადემიური თერაპია; მეტყველების თერაპია; ფსიქოთერაპია; ფსიქოლოგის კონსულტაცია. ცენტრს უხელმძღვანელებს ფსიქოლოგი (ქცევის თერაპევტი) თამარ მალაციძე და სოფო ლომჯარია. აგრეთვე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ და ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრს „გვეთამაშეს“ შორის, რომლის ფარგლებშიც ცენტრი, ერთი წლის განმავლობაში, უფასოდ ისარგებლებს საოფისე ფართით. ცენტრი იმუშავებს: 10:00-18:00-მდე; მის: ნოდარ დუმბაძის ქ.#20 ტელ: 558965063, 599335618.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია