შაბათი, ივნისი 06, 2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, ჩოხატაური-ხიდისთავის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ჩაისუბანთან ერთმანეთს სატვირთო და პიკაპის ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ. ამ წუთებში გზა გადაკეტილია და ავტომობილებს ალტერნატიული გზით უშვებენ. ასევე ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია