შაბათი, ივნისი 06, 2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კოხნარში, სადაც დღეებია უკვე +35 გრადუს აჭარბებს ტემპერატურა, სოფლის მოსახლეობის ნაწილი სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის გარეშეა დარჩენილი. მსგავსი ვითარება არ არის ახალი, თუმცა მკვეთრად საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც გარემო პირობები ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მიუხედავად მრავალი წლის განმავლობაში დაგეგმილი თუ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რეალური შედეგი არ დგას. ადგილობრივების თქმით, წყლის მიწოდება ხშირ შემთხვევაში სრულად შეწყვეტილია, ხოლო შესაბამისი სტრუქტურები დუმან ან გადაბრალების რეჟიმში მუშაობენ. ამ პირობებში ბუნებრივად ჩნდება კითხვები — სად არის სახელმწიფო? სად არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა ადამიანებს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება — წყლის ხელმისაწვდომობა — წართმეული აქვთ? ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ დაპირებები, რომელიც მხოლოდ დაპირებად რჩება, ვერ უშველის ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ სოფელში წყალი არ აქვთ.... მოსახლეობა დახმარებას ითხოვს _ წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მკვიდრი, საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი, ბაჩო ახალაძე. შესაბამისი უწყებების კომენტარს "გურია ნიუსი" მალე შემოგთავაზებთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია