- მარტი 01, 2026
ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი იქნება
- ოქტომბერი 28, 2023
- , პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება. ის იმუშავებს როგორც წამყვანი, გადაცემის შემქმნელი და კომენტატორი. მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მომავალ წელს დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში და უმასპინძლებს სერიებს, რომელიც აჩვენებს ბრიტანეთის ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში. ჯონსონი ასევე წერს სვეტს Daily Mail-ისთვის. "მე ვაპირებ ამ ახალ სატელევიზიო არხს გავაცნო ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე რუსეთიდან, ჩინეთი, ომი უკრაინაში, როგორ ვხვდებით ყველა ამ გამოწვევას. მე ვისაუბრებ გლობალური ბრიტანეთის უზარმაზარ შესაძლებლობებზე - ისევე როგორც გამოწვევებზე - და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საუკეთესო დღეები წინ", - დაწერა ბორის ჯონსონმა.