- მარტი 01, 2026
ბორის ჯონსონი ახალ პროფესიას დაეუფლა
- ნოემბერი 05, 2023
- , პოლიტიკა
ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი გახდება. მთავრობის ყოფილი მეთაური ტელეარხ „GB News“-ის გუნდს შეუერთდა. ბორის ჯონსონი ერთდროულად წამყვანის, პროგრამის ავტორისა და მიმომხილველის პოზიციებს შეითავსებს. ტელეკომპანია „GB News“-ში დარწმუნებულები არიან, რომ ჯონსონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომდევნო წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების გაშუქებაში. [simple-author-box]