- მარტი 01, 2026
ბათუმში, სასტუმროს 26-ე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
- აგვისტო 22, 2023
- , პოლიტიკა
ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის“ შენობის 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.