- მარტი 01, 2026
აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა
- ივნისი 25, 2024
- , პოლიტიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება. [simple-author-box]