- მარტი 01, 2026
ახალი ენერგოეფექტური LED განათება ბახმაროში
- აგვისტო 15, 2022
- , პოლიტიკა
კურორტ ბახმაროს დამსვენებლები სოციალურ ქსელში ღამის ბახმაროს ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ახალი LED განათების სისტემა ჩანს. ენერგოეფექტური LED განათების სისტემა ბახვი ჰესისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროგრამის ინვესტიციით გახორციელდა. 4,5-კილომეტრიან მონაკვეთზე გამოიცვალა 128 განათების ბოძი, ელექტრო კაბელი მოთავსდა მიწის ქვეშ და დამონტაჟდა სრულად ენერგოეფექტური, LED განათების სისტემა. გთავაზობთ ვიდეოკადრებს ღამის ბახმაროდან.