შაბათი, ივნისი 06, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ “მიკროავტობუსი და ავტომობილი შეეჯახნენ”


ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ “მიკროავტობუსი და ავტომობილი შეეჯახნენ”

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ერთმანეთს ჩოხატაური-ბასილეთის მიკროავტობუსი და მსუბუქად მოძრავი ავტომობილი შეეჯახნენ. როგორც შემთხვევის ადგილზე "გურია ნიუსს" განუცხადეს მომხდარის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. "მსუბუქი მანქანის მძღოლს თავი ჰქონდა დანარტყამი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით წაიყვანეს",_ უთხრეს "გურია ნიუსს" შემთხვევის ადგილზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია