შაბათი, ივნისი 06, 2026

ავიაკატასტროფა საწვრთნელი ფრენის დროს _ დაღუპულია ორი მფრინავ-ინსტრუქტორი (ბულგარეთი)


ავიაკატასტროფა საწვრთნელი ფრენის დროს _ დაღუპულია ორი მფრინავ-ინსტრუქტორი (ბულგარეთი)

ბულგარეთში საწვრთნელი ფრენის დროს კატასტროფის შედეგად ორი მფრინავ-ინსტრუქტორი დაიღუპა. მფრინავები ხვალ დაგეგმილი სამხედრო ავია-შოუსთვის ემზადებოდნენ, რომელიც ბულგარეთის ნატო-ში მიღების 20 წლისთავს ეძღვნება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფა განიცადა L-39ZA-ს ტიპის ორადგილიანმა თვითმფრინავმა. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო საერთაშორისო ავია-შოუ გაუქმდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია