შაბათი, ივნისი 06, 2026

ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა


ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ajara tv- ის ინფორმაციით, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მომხდარის გამო, ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო: ajara tv



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია