- მარტი 01, 2026
ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა მოსკოვის რეგიონში აფეთქდა
- აგვისტო 21, 2022
- , პოლიტიკა
გამოცემა BAZA -ს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში კრემლის იდეოლოგის, პოლიტოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის მანქანა აფეთქდა. გამოცემა წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარია დუგინი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშუალებით არხი 112-ც. ავრცელებს. mk.ru ინფორმაციით, აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე, მოჟაისკოეს გზატკეცილზე, სოფელ ბოლში ვიაზემისთან მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დარია დუგინი Land Cruiser Prado-ს მართვის დროს აფეთქდა. ,,მანქანის ნამსხვრევები მთელ გზაზე იყო მიმოფანტული. გამომძიებლებმა თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მანქანაში გაზის ბალონი აფეთქდა. ამჟამად პრიორიტეტულია ვერსია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამუშავება“, - წერს გამოცემა. დარია დუგინა 30 წლის იყო, ის 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. [simple-author-box]