- მარტი 01, 2026
ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელი დააზიანა
- ივლისი 20, 2025
- , პოლიტიკა
ადიდებულმა მდინარემ სოფელ საყდარში სახიდე გადასასვლელი დააზიანა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახიდე გადასასვლელი. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია",_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.